English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიაგოჩა მალანია
მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და განვითარების მაჩვენებლები თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივი მასალები და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია. ნაჩვენებია, რომ დღეისათვის ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კრიტერიუმები, და მათი სტატისტიკური სიდიდეები; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ზოგიერთი მაჩვენებლის დეკლარირებული სტატისტიკური მასალების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა და გამოთქმულია მოსაზრებანი ბიზნესის ამ სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, კრიტერიუმი, მაჩვენებლები, სტატისტიკა, სტატისტიკური სიდიდეები. 

შესავალი

პოსტინდუსტრიული სახელმწიფოების  ეკონომიკის  დამახასიათებელ თვისებებს შორის  გამოკვეთილია  მცირე და საშუალო ბიზნესის  როლის გაძლიერება.   ბიზნესის ეს სექტორი განიხილება,  როგორც  ქვეყნის სოციალური ფენის - საშუალო კლასის  ფორმირების,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნის,  „ნოუ-ჰაუ“-ს  და  სტაბილურობის გარანტი.   ამდენად,  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების  საკითხი  მხოლოდ  დღევანდელობის  პრობლემა არ არის   ისეთი   ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში მცირე ბიზნესის რეცესიული მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ  ქვეყანაში დღემდე არ არის შექმნილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ერთიანი ინფრასტრუქტურა, ისეთი, როგორიც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოში განხორციელდა რეფორმები,  მსბ-ს (მცირე და საშუალო ბიზნესის) განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს ახალი ხედვისა და მიდგომების ჩამოყალიბების მცდელობა. მიუხედავად ამისა, განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით, მცირე და საშუალო საწარმოებს კვლავ ხვდება სირთულეები. ჯერ კიდევ არ ეთმობა სათანადო ყურადღება „მცირე ბიზნესის აქტით“ გათვალისწინებული პრინციპების დანერგვას. მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში საკანონმდებლო გარემო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის  ჩამოყალიბებული  საქართველოში.     

კვლევის მიზანია, ვაჩვენოთ თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველო რამდენად ახლოსაა ევროკავშირთან  ბიზნესფორმების (მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი) სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმების  მიხედვით, რა შედეგები მოგვცა ბოლო წლებში ჩატარებულმა რეფორმებმა  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. 

*  *  *

მეოთხედ საუკუნეზე  მეტია რაც საბჭოთა იმპერია დაიშალა, მასში შემავალი ყოფილი ქვეყნები და მათ შორის საქართველო  დღემდე  ცდილობს  მხარი აუბას  მსოფლიო განვითარებას. საქართველომ განვითარების ძირითად სტრატეგიად გაიხადა ევროკავშირს და მსოფლიო განვითარებულ საზოგადობასთან (ქვეყნებთან) ინტეგრაცია, თანამეზობლობა და თანამშრომლობა.              

ევროპის აღმოსავლთ  პარტნიორობის და ევროპასთან ასოცირების სამოქმედო პროგრამებით  საქათველოსთვის გაწერილია  რიგი სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა შორის   ერთ-ერთს  წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

ამ გამოწვევის გამოხმაურება იყო  ის,  რომ 2016 წელს საქართველოს მთავრობამ  შეიმუშავა „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020“.სტრატეგია ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტს“ და მის ძირითად პრინციპს „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First) [საქართველოს მცირე და...], სტრატეგიის მთავარი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ეკონომიკის    მდგრადი ზრდისთვის. 

 ბიზნესის განვითარების მიმართულებით რაიმე ქმედითი ღონისძიების გატა­რებამდე აუცილებელია განისაზღვროს  ბიზნესფორმების (მიკრო, მცირე, საშუალო  და მსხვილი) სტატუსი (დადგინდეს კრიტერიუმები და მათი სტატისტიკური სიდიდეები),  ასევე    მათი  განვითარების მაჩვენებლები.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იმ კრიტერიუმების რაოდენობა, რომელთა მიხედვითაც დგინდება, ეკუთვნის თუ არა საწარმო მცირე ბიზნესის სფეროს, 50-ს აჭარბებს [С. Мазоль ...]. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელ ძირითად კრიტერიუმად საანგარიშო პერიოდში (ერთი წელი) დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა მიიჩნევა. კრიტე­რიუმებად კი ითვლება: პერსონალის რაოდენობა; საწესდებო კაპიტალის ოდენობა;   აქტივების მოცულობა; მოგების  ან შემოსავლის ოდენობა;  ბრუნვა და  ა. შ.

2003 წლის 6 მაისს ევროკომისიამ მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის გაზომვის ახალი კრიტერიუმები მიიღო, რომლებიც ძალაში 2005 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ამ კრიტერიუმების თანახმად, შემდეგნაირი კლასიფიკაცია ჩამოყალიბდა (იხ. ცხრილი 1):

ცხრილი   1

ევროკავშირისთვის მიკრო, მცირესაშუალო და მსხვილი საწარმოების (ბიზნესის)

კრიტერიუმები, მათი სტატისტიკური სიდიდეები  2005 წლის 1 იანვრიდან

(ევროკომისიის  მიერ  განსაზღვრული)

ბიზნეს

ფორმები

დასაქმებულთა      რაოდენობისზღვარი

(კაცი)

ბრუნვისზღვარიწელიწადში

(მლნევრო)

ბალანსი

(მლნევრო)

მსხვილი

≥  250

≥  50

≥   43

საშუალო

50 - 249

= 10 <  50

=10 <  43

მცირე

10  -  49

=   2 <  10

=  2 <  10

მიკრო

<  10

<   2

<    2

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, სტატისტიკის სამსახურთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტების (ეკონომიკის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საკანონმდებლო ორგანოს და სხვ.) მიერ,  ბიზნესის ამა თუ იმ ფორმაზე საწარმოთა მიკუთვნების კრიტერიმების და მათი სტატისტიკური სიდიდეების შეფასებაში, ექვსჯერ განხორციელდა ცვლილებები (რეფორმა) [ე. კაკულია, მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარება საქართველოში. ჟ. „ეკონომისტი“, 2018,  N 1].

ბოლო რეფორმა ამ მიმართულებით 2016 – 2018 წელს განხორციელდა. სტატის­ტიკის ეროვნული  სამსახურის  მეთოდოლოგიით განისაზღვრა ბიზნესის ამა თუ იმ ფორმაზე საწარმოთა მიკუთვნების  კრიტერიმები (დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა; საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა) და მათი სტატისტიკური სიდიდეები (იხ. ცხრილი  2). 

 ცხრილი  2

საქართველოსთვის  მსხვილისაშუალოდამცირე  საწარმოების (ბიზნესის)

კრიტერიუმები, მათი სტატისტიკური სიდიდეები  2017 წლიდან

ბიზნეს ფორმები

დასაქმებულთა

საშუალო წლიური რაოდენობა

(კაცი)

საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა

(მლნ ლარი)

მსხვილი

აღემატება  249

აღემატება 60 მლნ ლარს

საშუალო

მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე

მერყეობს 12 მლნ-დან

60 მლნ ლარამდე

მცირე

არ აღემატება 50 დასაქმებულს

არ აღემატება 12 მლნ ლარს


წყარო
:  სასტატი  ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია. 

როგორც ცხრილიდან ჩანს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთო­დოლოგიით მსხვილი ზომის საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა   საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა - 60 მლნ ლარს.

საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართ­ლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.

მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს. 

ამასთან აღსანიშნავია ის, რომ 2017 წლიდან  ევროკავშირსა და საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებიდან დასაქმებულთა საშუალო წლიური  რაოდენობის  სტატისტიკური სიდიდეები ერთმანეთს ემთხვევა.  ხოლო რაც  შეეხება  მიკრობიზნესის სტატუსს,  განსხვავებით ევროკავშირისა, სტატისტიკის მეთოდოლოგიით  საერთოდ არ არის განსაზღვრული.

საქართველოში მიკრობიზნესი  არ განიხილებოდა ახალ საგადასახადო კოდექსში (2011წ.) მისი   სტატუსის  განსაზღვრამდე .

კოდექსის მიხედვით, მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური  ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. ამავე კოდექსით, მიკრობიზნესის სტატუსის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან. 

2018 წელს კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, თუკი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მისი ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500 000,   ხოლო   3 პროცენტით, თუ  ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა, ცალ-ცალკე  2 კალენდარული წლის მიხედვით  500 000 ლარს გადააჭარბა [საგადასახადო კოდექსი, 28.06.2019, მუხ. 90].  ამ ცვლილებით ბეგარის პროცენტი შემცირდა 5-ჯერ (5%-დან 1%-მდე), ხოლო  დასაბეგრი შემოსავალი  გაიზარდა 5-ჯერ (მანამდე არსებული 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე).  

ამ კოდექსით მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის  მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500000 ლარს გადააჭარბა;    

ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულება- მდე მიმართა;

გ) პირი ახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ იმ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს;

დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის  გამოყენების    წესების დარღვევისათვის.

2016 წლიდან საწარმოთა კატეგორიები „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშ­გებისა  და აუდიტის  შესახებ“ (8 ივნისი, 2016 წ., N5386-IIს) საქართველოს  კანონით  განსაზღვრულია შემდეგნაირად (იხ. ცხრილი 3):

ცხრილი  3 

საწარმოთა კატეგორიებად  დაყოფა ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (8 ივნისი 2016 . N5386-IIსაქართველოს  კანონით

საწარმოს კატეგორია

დასაქმებულთა რაოდენობა

(კაცი)

შემოსავლები 

(მლნ ლარი)

აქტივების ღირებულება

(მლნ ლარი)

პირველი კატეგორიის საწარმო

>250

≥ 100

≥  50

მეორე კატეგორიის საწარმო

50 - 250

= 20 < 100

= 10 < 50

მესამე კატეგორიის საწარმო

10  -  49

= 2 < 20

= 1 < 10

მეოთხე კატეგორიის საწარმო

0  -  9

< 2

< 1

 გამოდის, რომ ამ კანონის მეორე მუხლის მიხედვით:

„ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო-სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგა­რიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;

ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;

ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება; უ) მესამე კატეგორიის საწარმო-სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;

უ.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;

უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება;

ფ) მეორე კატეგორიის საწარმო-სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;

ფ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;

ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება;

ქ) პირველი კატეგორიის საწარმო-სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;

ქ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;

ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება“ [„ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა...]. 

 როგორც  კანონიდან ჩანს, მოცემულია sawarmoTa dajgufeba ოთხი katego­riis mixedviT, კანონის მიხედვით კრიტერიუმად აღებულია: დასაქმებულთა რაოდენობა; შემოსავლები; აქტივების ღირებულება და განსაზღვრულია მათი სტატისტიკური სიდიდეებიც. ამ სამი კრიტერიუმიდან ორს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო, რომ მოხვდეს შესაბამის კატეგორიაში. საქსტატის  ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით კი კრიტერიუმად აღებულია: დასაქმებულთა რაოდენობა და  ბრუნვა. დღეს გამოდის, რომ   ბიზნესის ფორმები (საწარმოთა კატეგორიები) საქართველოში განსაზღვრულია სამი სამართლებლივი ინსტიტუტის მიერ: ახალი საგადასახადო კოდექსით,  კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის  შესახებ“ და  საქსტატის ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის  მიხედვით.  საქსტატისტიკის მეთოდოლოგიით მცირე ბიზნესს საშუალო ბიზნესის სტატუსი ენიჭება (ე.ი.მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება)    თუკი    საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 12 მილიონი ლარიდან 60 მილიონ ლარამდე მერყეუბს.  გამოდის, რომ როცა  მცირე  ბიზნესის სტატუსი უქმდება საგადასახადო კოდექსის მიხედვით (ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა),  მაშინ მცირე ბიზნესის საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა უნდა აღემატებოდეს 12 მილიონ ლარს (საქსტატის მეთოდოლოგიით).

როგორც ჩანს, საგადასახადო კოდექსით და სტატისტიკის მეთოდოლოგიით მოცემული ბიზნესის ფორმების სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის,  რაც, ვფიქრობთ, არ გვაძლევს შესაძლებლობას,  ვნახოთ მცირე და  საშუალო ბიზნესის (საერთოდ ბიზნესფორმების) განვითარების რეალური სურათი. მაგალითად, საგადასახადო კოდექსით დაბეგვრის მიზნით კრიტერიუმთა კლასიფიკაციის მიხედვით თუ შევაფასებთ, მივიღებთ განსხვავებულ სურათს, ვიდრე საქსტატის მიერ შემუშავებული კლასიფიკაციით.   ასევე სხვა სურათს მივიღებთ, თუ შევაფასებთ „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და აუდიტის  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით. ამ კანონით მიკრობიზნესს (სუბიექტს, რომელიც ქმნის საქონელს ან მომსახურებას)  აქვს უფლება,  დაასაქმოს  1-დან  9 კაცის ჩათვლით ან  იყოს დაქირავების გარეშე, მაშინ როდესაც საგადასახადო  კოდექსის მიხედვით მას არა აქვს დაქირავების უფლება.  ვფიქრობთ, სტატისტიკის, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის   სამსახურებისთვის ცალ-ცალკე არ უნდა დგებოდეს საწაროთა კატეგორიები, მათი კრიტერიუმები და სტატისტიკური სიდიდეები, არამედ ის ქვეყნისთვის ერთიანი უნდა იყოს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მაჩვენებლები:  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე ხასიათდება უამრავი მაჩვენებლით:  ინდიკატორთა სისტემა მოიცავს იმ მაჩვენებელთა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დავადგინოთ მცირე ბიზნესის განვითარებაში არსებული საერთო მდგომარეობა, ასევე შევაფასოთ და გამოვავლინოთ რეგულირების პროცესში წარმოშობილი სიძნელეები და ნაკლოვანებები. ასეთი მაჩვენებლებია, მაგალითად:  მცირე ბიზნესის ხვედრითი წილი მშპ-ში (მთლიან შიდა პროდუქტში); მცირე ბიზნესში დასაქმებულთა ხვედრითი წილი  დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში; გამოშვებული პროდუქციის მოცულობა; პროდუქციის გამოშვება საწარმოთა მიერ საკუთრების ფორმების მიხედვით; ძირითადი კაპიტალის მოცულობა; ბრუნვა; ბრუნვის სტრუქტურა (საწარმოთა ზომების, ეკონომიკური საქმიანობის სახეების  და რეგიონების მიხედვით); ბრუნვა საკუთრების ფორმების მიხედვით; აქტივების ჯამური ღირებუ­ლება; საწარმოთა რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და  რეგიონების მიხედვით; მცირე ბიზნესის საწარმოთა ,,სიმჭიდროვე”; შრომის მწარმოებლურობა; საშუალო ხელფასის სიდიდე; ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის წილი (ბიზნეს სექტორში, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით); ინოვაციურ მცირე ბიზნესში დანახარჯები სკსსს-ზე (სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე); მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის სტრუქტურა და ა.შ.

2016 – 2018  წლებში  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გატარე­ბული ცვლილებების (რეფორმის) საფუძველზე სტატისტიკის სახელმწიფო  დეპარტა­მენტის მიერ ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული, საწარმოთა ზომების მიხედვით განვითარების მაჩვენებლები:  ბრუნვა, პროდუქციის  გამოშვება,  დასაქმება,  შრომის  ანაზღაურება,  შრომის მწარმოებლურობა  მოცემულია  მე-4 ცხრილში.

შედარებისათვის, ამავე ცხრილში მოცემულია ადრინდელი მეთოდოლოგიით განგარიშებული 2014-2015 წლების მონაცემებიც.

ცხრილი 4

ბიზნესის ზომების მიხედვით განვითარების მაჩვენებლებიბრუნვა, პროდუქციის  გამოშვებადასაქმებაშრომის  ანაზღაურება

შრომის მწარმოებლურობა საქართველოში (20014-2018)

წლებისტრუქტურა მაჩვენებლები

ბიზნესის ფორმები

2014

%

2015

%

2016

ახ. მეთ.1

%

2017

ახ.მეთ.

%

2018

ახ.

მეთ.

%

ბრუნვა (მლნ ლარი)

სულ

50064,7

100

56984,8

100

64081.8

100

71740.1

100

86625.1

100

მსხვილი

41026,2

82

470195

83

28256.3

44.1

32201.1

44.9

42902.7

49.5

საშუალო

4378,0

8,7

4792,4

8,4

14039.1

21.9

16568.3

23.1

18543.2

21.4

მცირე

4660,6

9,3

5173,0

9

21786.4

34.0

22970.7

32.0

24179.1

29.1

პროდუქციის გამოშვება (მლნლარი)

სულ

26068,6

100

29993,9

100

34156.9

100

38206.8

100

41649

100

მსხვილი

20901,8

80,2

24107,5

80,4

142015

41.6

15594.7

40.8

16843.5

40.4

საშუალო

2489,0

9,5

2923,8

9,7

8573.9

25.1

9719.2

25.4

11082.51

26,6

მცირე

2677,8

10,3

2962,6

9,9

11381.4

33.3

12892.9

33.7

13723.34

33.0

დასაქმება (კაცი)

სულ

592147

100

626739

100

666790

100

708165

100

734215

100

მსხვილი

332731

56,2

356543

56,9

217 800

32.7

233589

33.0

243318

33.1

საშუალო

90937

15,4

100843

16,1

142 447

21.4

145463

20.5

160095

21.8

მცირე

168480

28,4

169353

27

306 543

46.0

329112

46.5

330803

45.1

შრომის საშუალო თვიური ანაზღაუ-რება (ლარი)

სულ

800,5

----

896,8

----

938.3

---

1019.7

---

1101

---

მსხვილი

1029,5

----

1120,8

----

1129.5

---

1195.9

---

1224.6

---

საშუალო

636,9

----

650,3

----

1085.9

---

1196.9

---

1276.3

---

მცირე

375,2

----

443,3

----

697.7

---

776.1

----

892.4

---

შრომის მწარმოებლურობა                        (ლარი)

სულ

44024

----

47857

----

51226

---

53952

---

56726

---

მსხვილი

62819

----

67615

----

65204

---

66761

---

69224

---

საშუალო

27371

----

28994

----

60190

---

66815

---

69225

---

მცირე

15894

----

17493

----

37128

---

39175

---

41485

---

წყრო:  საქსტატი; მეწარმეობა საქართველოში  2015 - 2018;  ბიზნეს სექტორი საქართველოში  2019. (2016, 2017 და 2018 - ის მონაცემებს საფუძვლად უდევს ახალი მეთოდოლოგია)  

მონაცემებიდან   ჩანს,  რომ 2015 წელთან მიმართებაში 2017-2018 წელს მცირე და საშუალო ბიზნესში  მკვეთრი ზრდა არ შეიმჩნევა  ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა: შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება და შრომის მწარმოებლურობა, ხოლო მკვეთრი ცვლილება ჩანს ბრუნვის, პროდუქციის  გამოშვების  და დასაქმების მაჩვენებლებში,  2015 წელთან მიმართებაში ეს მაჩვენებლები 2016,  2017,  2018  წლებში გაიზარდა თითქმის 2 ან 3-ჯერ  და  მეტად.  2017 და 2018 წლის მონაცემების შედარებიდან ჩანს, რომ რეფორმის შემდგომ პერიოდში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა,  ბიზნესსექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვის ხვედრითი წილის მაჩვენებელი  შესაბამისად შემცირდა  2.9  და 1.9 %-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვების და  დასაქმების  ხვედრითი წილის მაჩვენებლები მცირე ბიზნესში შემცირდა შესაბამისად  0.7 და  1. 4%-ით,  საშუალო ბიზნესში კი  გაიზარდა შესაბამისად 1.2 და  1.3%-ით.  როგორც ჩანს, ამავე წლებში (2017, 2018) ბიზნესსექტორში  მსხვილი ბიზნესის  ბრუნვის ხვედრითი წილის მაჩვენებელი  ნაცვლად შემცირებისა, გაიზარდა  4.6%-ით.  საერთოდ, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ  ბიზნესსექტორში მსხვილი ბიზნესის  ხვედრითი წილი  საგრძნობლად დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესთან შედარებით.  ასე მაგალითად, საწარმოთა საერთო რაოდენობაში მცირე და საშუალოს   ხვედრითი წილი  ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია და  გერმანია, აღემატება 99%.  უმეტეს ქვეყნებში  მცირე ბიზნესში   წარმოების მოცულობა შეადგენს  მთლიანი შიდა პროდუქციის 33-დან 67%-მდე, გამოგონებებისა და „ნოუ-ჰაუს“ თითქმის ნახევარს.  ევროკავშირის ქვეყნებში 23 მილიონი  მცირე და საშულო საწარმო ითვლება, რომლებიც უზრუნველყოფენ  დასაქმების 70%, მთლიანი ბრუნვის 53%, ხოლო დამატებითი ღირებულების 53%. ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოცემული სექტორი წარმოადგენს ევროპის ეკონომიკის ხერხემალს. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში დომინირებს მიკროსაწარმოები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს, მაგალითად იტალიასა და პოლონეთში ეს მაჩვენებელი (მიკროსაწარმოების წილი საწარმოთა საერთო რაოდენობაში)  შესაბამისად უდრის 47 და 41%-ს [В. А. Гражданкин, О. А. Гражданкина. Практика..]. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს საქართველოში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს რათა მიკრო, მცირე  და საშუალო ბიზნესმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს. საქსტატის ბიზნესსტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის  გამოყენებით, რომელმაც მოახდინა საწარმოების გადამისამართება  მსხვილიდან საშუალოში, ხოლო საშუალოდან მცირეში, ბუნებრივია, ბიზნესსექტორის საერთო მაჩვენებლებზე არსებით ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, რადგან შესაკრებთა ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.   

დასკვნა

საქართველოში მიკრო,  მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესფორმების  სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები  ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი.  სტატისტიკის მეთოდოლოგიით  მიკრობიზნესი  საერთოდ არ  განისაზღვრება,  საქართველოს საგადასახადო კოდექსი  მიკრობიზნესის სტატუსს განსაზღვრავს დასაქმების უფლების გარეშე,  30 ათას ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლით.  ხოლო  „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის  შესახებ“ კანონით  მიკრობიზნესს  აქვს 10 კაცამდე დასაქმების უფლება, წლიური შემოსავალი კი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათასი ლარის ნაცვლად 2 მილიონ ლარს. ასეთი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა  კრიტერიუმების შეფასებისას  ნადვილად ვერ იმოქმედებს დადებითად მიკრობიზნესის განვითარებაზე.

საქართველოს ჩამორჩენა აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. მაგალითად, მიკრო ბიზნესი დასაქმებით 10 კაცამდე საქართველოს ეკონომიკაში  საერთოდ არ ფიგურირებს (სტატისტიკის დეპარტამენტი ასეთ მაჩვენებელს არ ცნობს)  მაშინ, როდესაც პოლონეთში მიკრო საწარმოების წილი საწარმოთა საერთო რაოდენობაში უდრის 41%.

2016-2018 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებს  რაიმე განსაკუთრებული შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. დაბალია მათი  წვლილი   დასაქმების, საერთო ბრუნვის მაჩვენებლებში  და ა. შ.

რეფორმის შემდგომ პერიოდში დადებითი შედეგი იქნებოდა ბიზნესსექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილის მაჩვენებელის  გაზრდა, ხოლო  მსხვილი ბიზნესისთვის   კი -  შემცირება. რეალობა კი საწინააღმდეგო  მდგომარეობას გვიჩვენებს. რეფორმის ასეთი დაბალი შედეგები, ვფიქრობთ, გამოწვეულია იმითაც, რომ, როგორც ჩანს, არ ხდება იმის შეფასება,  თუ ახალმა  ცვლილებებმა (რეფორმამ)  რა გავლენა  შეიძლება მოახდინოს ბიზნესსექტორზე, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებაზე, ანუ განისაზღვროს ის მოლოდინი, რისი შესაძლებლობაც აქვს ამ ცვლილებებს. არადა, ევროპის „მცირე ბიზნესის აქტი“  ითვალისწინებს RIA-ს (რეგულირების გავლენის შეფასება) სისტემის არსებობას სამეწარმეო გარემოს უკეთესი რეგულირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე არაპროპორციული ტვირთის თავიდან აცილებისა და  შემცირებისთვის, რისი დანერგვა უნდა დაჩქარდეს.

ბიზნესსექტორში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: შეიქმნას მიკრო  და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ინსტიტუტები, რომელიც მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რეგულირებისთვის: სამართალს, განათლებას, სტიმულებს, ფინანსებს და ა.შ.;

უფრო დაჩქარდეს მცირე ბიზნესის პოლიტიკის ევროპული მოდელის და „მცირე ბიზნესის აქტის“  ათი პრინციპის  დანერგვა;

სხვადასხვა კანონში (თუ სხვა იურიდიულ დოკუმენტებში)  გაბნევა და თან  მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი (თუ არასამართლებრივი) მექანიზმის ხშირი ცვლილება მათ უქმნის წინააღმდეგობებს,  ურთულებს საქმის წარმოებას, ხშირად დაჯარიმების წინაშე აყენებს.  მიზანშეწონილია, მიღებულ იქნეს კანონი „მცირე ბიზნესის შესახებ“, სადაც  თავმოყრილი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარების ყველა საკითხის  სამართლებრივი რეგულირება.  ამ უკანასკნელით უნდა  განისაზღვროს   ბიზნესფორმების (მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი) შესაბამისი კატეგორიების საწარმოებისთვის კრიტერიუმები, სტატისტიკური სიდიდეები  და  მათი განვითარების მაჩვენებლები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რ, აბესაძე, ე. კაკულია, მცირე ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში, თბილისი, 2009.
  2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართ­ველო 2020.
  3. საქსტატი  http://www.geostat.ge
  4. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის. https://www.google.ge/search?q=
  5. ნინო ელიზბარაშვილი, თენგიზ სვანიძე, ალუ გამახარია. მცირე ბიზნესის აქტი და საკანონმდებლო გარემო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტშიeap-csf.ge © აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა.
  6. „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და აუდიტის  შესახებ“ საქართ­ველოს კანონი (8 ივნისი 2016 წ.N5386-IIს).
  7. Мазоль С. Экономика малого бизнеса. Минск., «Книжный Дом», 2004.
  8. В. А. Гражданкин, О. А. Гражданкина. Практика государственной поддержки малого и средного предпринимательстваПрактика  в США и странах Европейского союза https://cyberleninka.ru/article/n/ praktika-gosudarstvennoy- podderzhki-malogo-i-srednego- predprinimatelstva-v-ssha-i-stranah- evropeyskogo-soyuza
  9. საქსტატი:   მეწარმეობა საქართველოში 2015 – 2018.
  10. საქსტატი:  ბიზნეს სექტორი საქართველოში 2019.
  11. საქსტატი: ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია.
  12. ე. კაკულია მცირე ბიზნესის ფორმირება–განვითარება საქართველოში. ჟ. „ეკონომისტი“, 2018, N 1.